The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან კუპატაძე

რომან კუპატაძე
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ალმა მატერი" 1997 წელს; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; 2014-2015წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1998-2001წწ. - კერძო საადვოკატო ფირმა შპს "სიმართლეში" ადვოკატი; 2002-2004წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი; 2004 წელს - ჯერ ასპინძის, ხოლო შემდეგ ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებელი; 2004-2007წწ. - სს "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი იურისტი; 2007-2013წწ. - სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი იურისტი; 2013-2016წწ. - სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილების უფროსი; 2016-2020წწ. - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020-2022წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022-2023წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2024 წლის იანვრიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: