შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ბუკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტი 1931 წელს. ამიერკავკასიის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტში დატოვებული იქნა ასისტენტად; მუშაობდა თბოტექნიკისა და თერმოდინამიკის კათედრის დოცენტად; 1937-1942წწ. საქართველოში პირველი თბოელექტროსადგურის მშენებლობის უფროსი და პირველი დირექტორი; 1942-1945წწ. საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი; 1945-1956წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარანის მშენებლობის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი; 1956-1967წწ. თბილისის ხელსაწყოთშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი; 1945 წლის 20 ივნისს საქართველოში საავტომობილო მრეწველობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს სახალხო კომისარიატის ბრძანებით დაინიშნა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორად; არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის კომიტეტის წევრად, საქართველოს კპ ქუთაისისა და თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი. წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.7 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |