The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ხარებავა

ვახტანგ ხარებავა
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:1999  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: სოფელ კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1946 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში უფროს ინჟინერ-ტექნოლოგად; 1948-1950წწ. იყო ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; წლების მანძილზე მუშაობდა: ძრავის საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგად, საამქროს უფროსის მოადგილედ; 1954 წლიდან ქარხნის წარმოების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1961 წელს გადაჰყავთ ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორად; 1970 წლის მაისიდან 1983 წლის იანვრამდე საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორია; 1991 წელს მოწვეული იქნა ქარხნის გენერალური დირექტორის მრჩევლად; 1996 წლის თებერვლიდან სს "ქუთაისის ავტოქარხნის" მეთვალყურეთა საბჭოს წევრია. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მრავალი მედლით. არჩეული იჟო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, საქართველოს უმაღლესი საბჭოს და ქუთაისის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად.

წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.10

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
    ქართული ავტომობილის წარმოებისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: