The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი (ნიუ-იორკი, აშშ) 2000 წელს და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში; 2001-2002წწ. სწავლობდა კასს ბიზნეს სკოლაში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), მიენიჭა მაგისტრის ხარისხი რისკების მენეჯმენტსა და კორპორატიულ ფინანსებში.

2000-2001წწ. - ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია BIDC Investment Co.-ს პროექტის მენეჯერი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა მწვანე (Green field) პროექტების დაფინანსება აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში; 2002-2003წწ. მუშაობდა ლონდონში, Elgin Capital (Investment Hedge Fund)-ის რაოდენობრივ ანალიტიკოსად (ძირითადი საქმიანობა: რეკომენდაციების მიცემა კორპორატიული ობლიგაციების შესყიდვა/განთავსება/გაყიდვის საკითხებში). კომპანია ეწეოდა კორპორატიული (investment graded) ობლიგაციებით ვაჭრობას; 2003-2011წწ. - კომპანია VIT-XXI-ის (მოსკოვი) თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა სამოქალაქო მშენებლობა-დეველოპმენტი; 2012-2024წწ. - კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენი" (თბილისი), თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; 2021-2024წწ. - კომპანია "ბიქეი ჰოლდინგი" (თბილისი, საქართველო), თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

გააზიარე: