Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ავალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა უნგრეთის რესპუბლიკაში. მუშაობდა სოხუმის გეოლოგიის ცენტრში. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1990 წლიდან იყო გაგრის "მხედრიონის" წევრი, შემდეგ გადავიდა სოხუმის "მხედრიონში". აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის აგვისტოში გაიწვიეს ომში, ირიცხებოდა "ბესლეთის სახალხო ლაშქარში". ამირან ავალიანი 1992 წლის 29 ოქტომბერს მდინარე გუმისთაზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის მსვლელობისას აფეთქდა ნაღმზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.43-44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |