The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა ცომაია

თეა ცომაია
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ნ. დობროლუბოვის სახელობის ლინგვისტური უნივერსიტეტი (რუსეთი) ბაკალავრის ხარისხით 2000 წელს; რუსეთის სახელმწიფო ნ. დობროლიუბოვის სახ. ლინგვისტური უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით 2002 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს.

1998-2002წწ. ინგლისური ენის მასწავლებელი; 2002-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ინგლისური ენის კათედრა, ინგლისური ენის ლექტორი; 2005-2009წწ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტუალი"-ს რედაქცია, სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანაშემწე; 2006-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ეკონომიკური, საფინანსო და სამეურნეო საქმეთა დეპარტამენტი, უფროსის თანაშემწე; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ სოციალური ფაკულტეტი, ინგლისურის ენის კათედრა, ასისტენტ-პროფესორი; 2010-2015წწ. ქ. თბილისის საკრებულო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომისია, ხელმძღვანელის მრჩეველი (საერთაშორისო საკითხებში); 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: 2013-2021წწ. ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან  პროფესორი; 2018-2020წწ. უცხოური ენების დეპარტამენტი, უფროსის მოადგილე; 2017-2023წწ. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისია, მდივანი; 2021 წლიდან მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების ტესტების ავტორი და საგამოცდო ცენტრის სააპელაციო კომისია, წევრი; 2021 წლიდან სამეცნიერო ჟურნალი "განათლება", სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2023 წლიდან სტუ-ს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისია, თავმჯდომარე. ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა, 2019 წელს მიანიჭა "წლის ქალი მეცნიერის" წოდება. ფილოლოგიის დოქტორი (2011), პროფესორი (2011).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია, თავმჯდომარე (2005-2007)
  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია, დამფუძნებელი, პრეზიდენტის მოადგილე (2004-)

გააზიარე: