The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ ბურჯალიანი

არსენ ბურჯალიანი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფოსის კვალიფიკაციით 1973 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა 1980 წელს; თსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტურანტურა 1992 წელს.

1976-1981წწ. საქართველოს მეცნიერების აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი, ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1992წწ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, სოციალურ-ჰუმანიტარული კათედრა, დოცენტი; 1994-2004წწ. შინაგან საქმეთა სამინისტოროს აკადემია, სოციალური-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა, კათედრის გამგის მოადგილე, პროფესორი; 2004-2022წწ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, სოციალურ-ჰუმანიტარული კათედრა, სრული პროფესორი; 2007-2010წწ. ილიას უნივერსიტეტი, განათლების ფაკულტეტი, სრული პროფესორი; 2009-2010წწ. ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ქართული და უცხორი ფილოსოფიის ისტორიის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი, სრული პროფესორი. 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1994).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: