შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ალიხანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური ტექნიკუმის თეორიული განყოფილება; თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი. 1981-1983 წლებში მსახურობდა ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში, შემდეგ დაამთავრა, მუშაობდა თბილისის 62-ე საშუალო სკოლაში პედაგოგად. უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე ალიხანაშვილი 1992 წლის 1 ივნისიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში ჯავშანტრანსპორტიორების ასეულში ოცეულის მეთაურად, ამავე წლის 14 ივლისიდან 15 სექტემბრამდე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. 1992 წლის 19 სექტემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქალაქ გაგრაში. დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულების დროს, გაგრის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლაში 1992 წლის 2 ოქტომბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.47 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |