Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის, მოგვიანებით ამავე ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი. სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა ამიერკავკასიის წითელდროშოვან სამხედრო ოლქში, სადაც როგორც თვითნასწავლი მუსიკოსი, უკრავდა ამავე ინსტიტუტის ჯაზ ორკესტრში. შემდგომ მუშაობდა თბილისის აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკაში, სადაც პარალელურად კვლავ გიტარაზე უკრავდა ამავე ფაბრიკის ანსამბლში. 1978 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის 26 კომისრის რაიონის ერთერთ საბინაო-საექსპლუატაციო უბანში ინჟინრად, საიდანაც სულ მალე გადაჰყავთ იმავე რაისაბჭოს აღმასკომის კოოპერატიული ბინათმშენებლობის განყოფილების უფროს ინსპექტორად, შემდეგ კი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კოოპერატიული განყოფილების უფროს ინსპექტორად. 1995 წლიდან კერძო ბიზნესითაა დაკავებული. იყო მცირე საწარმო "არაგვის" დირექტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, შემდეგ კი თბილისის საფეხბურთო კლუბ, "ლოკომოტივის" ტექნიკური დირექტორია. სწორედ მისი მოღვაწეობის დროს დაუბრუნდა თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგას. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე.-თბ., 2017. -გვ.147-153
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |