Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ამაღლობელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1992 წლის ივნისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ეგრედწოდებულ იშვიათი დაშლის პრობლემებზე. არჩილ ამაღლობელი, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერი, მიავლინეს იტალიაში ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში. არჩილ ამაღლობელს ნაშრომებისთვის ფიზიკოსთა საზოგადოების პრემია გადაეცა (გარდაცვალების შემდეგ). 1992 წლის 11 ოქტომბერს მოხალისედ ჩაირიცხა 101-ე ბატალიონის მე-2 ასეულში ათმეთაურის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. დაიღუპა 1993 წლის 3 თებერვალს სოფელ ახალშენთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. ნოდარ ამაღლობელის შვილი. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.48-50 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |