შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი მეტყევე-ინჟინრის სპეციალობით 1955 წელს. 1955 წელს იგი განაწილებით მუშაობდა საქართველოს ტყეთმოწყობის საწარმოში ტაქსატორის თანამდებობაზე. 1966 წელს ტყეთმოწყობის პარტიის უფროსად.1970 წელს სამუშაოდ გადავიდა "საქმთავარმომარაგებაში" ხე-ტყისა და ქაღალდის წარმოების მომარაგება-გასაღების სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდგომში ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. წლის განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობდა საბჭოთა კავშირის "მომარაგება-გასაღების" საკავშირო მთავარ სამმართველოს და მისი ყოველი ვიზიტის შემდეგ რესპუბლიკაში ზედიზედ შემოდიოდა ხე-ტყით დატვირთული ეშელონები. მეტყევე-ინჟინერი, დაჯილდოებული იყო სამთავრობო ჯილდოებით და მედლებით. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.236-241
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |