Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენადი ქუმსიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეღვინე ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1965 წელს. ინსტიტუტში ჩაბარებამდე მუშაობდა მუშად, ხოლო შემდეგ ლაბორანტად თელიანის ღვინის ქარხანაში; ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იგი მიავლინეს აკურის ღვინის ქარხანაში მეღვინე-ბრიგადირად; 1966 წლიდან იყო ოსტატ-მეღვინე; 1975-1977წწ. არის უფროსი ოსტატი; 1977-1987წწ. თელავის N2-ე ღვინის ქარხნის ოსტატი-მეღვინე, სადაც მან წარმატებით გამოიყენა მისი უმდიდრესი და აკურის ქარხანაში მიღებული გამოცდილება, რის შემდეგაც თელავის N2-ე ღვინის ქარხანა მოწინავეთა რიგებში ჩააყენა; 1987 წლიდან ჯერ ღვინის ქარხნის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ კი ქარხნის დირექტორად დანიშნეს; 1988 წელს გადაიყვანეს თელავის ღვინის ქარხნის დირექტორად, სადაც 1992 წლამდე იმუშავა; 1992-1995წწ. იგი დირექტორის მოადგილეა აკურის ღვინის ქარხანაში, 1995 წლიდან მევენახეობა-მეღვინეობის აგროფირმა "წინანდლის" დირექტორის მოადგილე და მთავარი მეღვინეა; 2003 წლიდან საქმიანობა მთლიანად "ღვინის კომპანია შუმთან" არის დაკავშირებული. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.395-403
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |