შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ქუმსიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით მებაღე-მევენახე 1940 წელს. შრომით საქმიანობას იწყებს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის ღვინის ქარხანაში ტექნოლოგად, მალე იგი გადაჰყავთ მუკუზნის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, იქიდან წნორის ღვინის ქარხნის დირექტორად, შემდგომ თელიანის ღვინის ქარხნის ხელმძღვანელად. 1956 წელს დასაძველებლად ჩაეწყო მუკუზნისა და თელიანის ღვინის მასალები. მან რესპუბლიკის მთავრობისა და "სამტრესტის" გაერთიანების ხელმძღვანელობისაგან უამრავი მადლობა და ქების სიგელი დაიმსახურა. ის მეღვინეობის დარგში თითქმის 55 წელს მოღვაწეობდა. მიხეილ ქუმსიაშვილი მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ომში, საიდანაც დაჭრილი დაბრუნდა ორი წლის შემდეგ. მიღებული ჰქონდა უამრავი ორდენი და მედალი. იყო რამდენიმე მოწვევის ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი და სხვადასხვა პარტიული კონფერენციის დელეგატი. 2016 წელს წინანდალში დააარსეს ახალი ღვინის კომპანია "შატო ქუმსიაშვილი", რომელიც ამზადებს ღვინოებს უშუალოდ მიხეილ ქუმსიაშვილის სამარკო ნიშნით. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.404-411 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |