შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია კოკოჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, სწავლობდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში პროვიზორის სპეციალობით. დაიბადა ცნობილი კათოლიკე მრეწველისა და აფთიაქარის პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის ოჯახში. ზაქარიამ დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახსა და კათოლიკური ეკლესიის სამრევლო სკოლაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამის ხელმძღვანელობით ისიც აქტიურად ჩაერთო "ძმები კოკოჩაშვილების გაერთიანების" საქმიანობაში. მან დამოუკიდებლადაც წამოიწყო საქმეები: 1902 წელს წერეთლის ქუჩის დასაწყისში შეიძინა აზნაურ სეფე ჩხეიძისგან მიწის ნაკვეთი ერთსართულიანი სახლით და მის ადგილას ააშენა ორსართულიანი ქვის შენობა (ყოფილი ოფიცერთა სახლის სასადილო). პირველ სართულზე ცნობილ ქუთაისელ ვაჭართან სტეფანე ფირალიშვილთან ერთად გამართა კინოთეტრი (სახელად უწოდა "თამარი" - თავისი ქალიშვილის საპატივსაცემოდ), მეორე სართულზე კი განათავსებული იყო სააფთიაქო მაღაზია და საჩაიე. სამწუხაროდ, ვერც ზაქარია ასცდა იმ ეპოქის პოლიტიკურ რეჟიმს, ბოლშევიკურმა მთავრობამ მას ქონება ჩამოართვა. 1922 წელს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. ექიმ კონსტანტინე კოკოჩაშვილის მამა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.58-62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |