The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შამილ ვარდანია

შამილ ვარდანია
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1924  (100 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზვანდრიფში, გუდაუთის რაიონი. 

ცეკვის ხელოვნებას ეზიარა სკოლის მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივში. 1938 წელს მოზარდი მოცეკვავე მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ხელმძღვანელები ფ. აჩბა და რ. აგრბა). 1945 წლიდან დააწინაურეს ამავე ანსამბლის ქორეოგრაფის თანამდებობაზე. მრავალჯერ მონაწილეობდა მხატვრული თვითმოქმედების ოლიმპიადებსა და დეკადებში როგორც მოცეკვავე და ქორეოგრაფი. მისი შემოქმედება მრავალჯერ დაუჯილდოებიათ დიპლომებითა და სიგელებით. 1946 წელს მოსკოვში გამართულ კონცერტზე აფხაზური ცეკვების საუკეთესო შესრულებისათვის საკავშირო პროფსაბჭოს სიგელი და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა. 1952-1954 წლებში მუშაობდა ტყვარჩელის მეშახტეთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად. 1955 წლიდან ტყვარჩელის საესტრადო ორკესტრის სოლისტი მოცეკვავე და დამდგმელია. დადგმებიდან აღსანიშნავია: "საფერხულო საცეკვაო", "აფხაზური საქორწილო", "სამი მეგობარი", "აზამატი", "პარტიზანული", "რევოლუციური", "მეჩაიე ქალი"და სხვა. 1965 -1967 წლებში აფხაზეთის ასსრ ხალხური შემოქმედების სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში მოამზადა და გამოსცა ნაწარმოებები: "აფხაზური ხალხური ცეკვები", "მეთოდური სახელმძღვანელო ქორეოგრაფებისათვის" და " სწავლის მეთოდიკა ქორეოგრაფიაში" (გამომცემლობა "ალაშარა"). 1967 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ვაჭრობის მუშაკთა პროფკავშირის კულტურის სახლის დირექტორად. 1968 წელს ქორეოგრაფიულმა კოლექტივმა მისი ხელმძღვანელობით გერმანიაში გასტროლებით ყოფნისას 25 კონცერტი გამართა. საბჭოთა საქართველოს 40 წლის აღსანიშნავ საიუბილეო დღეებში გადაეცა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1961). წლების მანძილზე მუშაობდა აფხაზეთის კულტურის სამინისტროში. 

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.64

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
    თბილისში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე წარმატებული გამოსვლისათვის
  • 1955 - აფაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსსახურებული არტისტი
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

გააზიარე: