The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგეშა გაგნიძე

ნუგეშა გაგნიძე
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა: ისტორია-უცხო ენა); დისერტაცია დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე - "სენტიმენტალიზმი და გოეთეს რომანი ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი".

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის დასავლეთ ევროპული და გერმანული ლიტერატურის ისტორიას. მისი კვლევის სფეროებია: გერმანული განმანათლებლობა, ნიცშესა და მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ავტორების შემოქმედება; არის ორი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ორი წიგნის თანაავტორი; მისი ნაშრომები შესრულებულია ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე და დაბეჭდილია საქართველოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, რუმინეთის, პოლონეთისა და სომხეთის გამომცემლობებში; ამ მონოგრაფიებსა და სტატიებში გერმანელი ავტორების გარდა გამოკვლეულია სხვადასხვა პერიოდის ქართველ მწერალთა პრობლემური საკითხები, გერმანული და ქართული საგმირო ეპოსი, გერმანულ-ქართულ ისტორიულ-კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობები; ნ. გაგნიძეს ეკუთვნის გოეთეს, ნიცშეს, გეორგეს, ჰოფმანსთალის, როლკეს, ბახმანის, ვაინჰებერის, ცელანის, გრასის, ბრეხტის, გრიგოლ რობაქიძისა და გივი მარგველაშვილის ნაწარმოებების თარგმანები ქართულ ენაზე; გამოქვეყნევული აქვს ასევე საკუთარი ლექსების ერთი კრებულიარის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და რამდენიმე ჟურნალის რედკოლეგიის წევრი; სხვადასხვა დროს ჰქონდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გოეთეს საზოგადეობის, Erasmsus+, C. H. Beck-Stipendium für Literatur und Geisteswissenschaften და სხვა სტიპენდიები სამეცნიერო კვლევისთვის გერმანიის უნივერსიტეტებში, არქივებსა და სასწავლო ცენტრებში; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გეტინგენის უნივერსიტეტის ალუმნა; არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის I საჯარო სკოლასა და ჰაიდელბერგის გიმნაზიას (Elisabeth-von-Thadden-Schule) შორის პარტნიორული ურთიერთობის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან და სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქუთაისის ქალთა კლუბის "ქუთაისი-კოლხა" დამფუძნებელი პრეზიდენტი. გერმანისტი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • დიუსელდორფის თომას მანის საზოგადოება, წევრი
  • ვაიმარის გოეთეს საზოგადოება, წევრი
  • ქუთაისის გოეთეს საზოგადოება, წევრი
  • შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
    ცხოვრება ორ სამყაროში : გრიგოლ რობაქიძე : მონოგრაფია / ნუგეშა გაგნიძე.-თბილისი : არტანუჯი, 2021.-448გვ.
  • 2022 - გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია
    ცხოვრება ორ სამყაროში : გრიგოლ რობაქიძე : მონოგრაფია / ნუგეშა გაგნიძე.-თბილისი : არტანუჯი, 2021.-448გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: