შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კოკოჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1940 წელს. მსახურობდა ქ. თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში და მიიღო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკის წოდება. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ასევე მონაწილეობას იღებდა გერმანელი ფაშისტებისაგან ბულგარეთის გათავისუფლებაში. დაჯილდოებულ იქნა სახალხო არმიის მედლით. სამამულო ომის დღეებში მან საუკეთესო ქირურგის სახელი დაიმსახურა. იყო სსრკ ჯანდაცვის სისტემის მუშაკი. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ჯანდაცვის სისტემის ყველა ღონისძიებაში. დაჯილდოებულია სამხედრო ნიშნებით და სიგელებით. 1940-1975წწ. იყო წითელი არმიის სამედიცინო პუნქტის უფროსი ექიმი, ავიამედიცინის უფროსი ექიმი, სამხედრო სასწავლებლის სამედიცინო სამსახურის უფროსი. შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს აკადემიკოს კ. დ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელად. არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი. იყო ფილატელისტთა კლუბის ხელმძღვანელი, მონაწილეობა მიიღო ფილატელისტთა გამოფენაში. იყო ფილატელისტთა კლუბის თავმჯდომარე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამედიცინო სამსახურის გვარდიის კაპიტანი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, სამხედრო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.65-70 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |