შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1950-1952წწ. ცეკვავდა თბილისის ძერჟინსკის სახ. კულტურის სახლთან არსებულ თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში; 1952-1954წწ. მუშაობდა ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში საქართველოს სსრ სახალხო არტისტის გიორგი დარახველიძის ხელმძღვანელობით; 1954 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე (ხელმძღვ. საქ. სსრ. სახალხო არტისტი ჯ. ბაგრატიონი), ხოლო 1955 წლიდან 1957 წლამდე მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში; 1957 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე მსახიობი იყო; მისი ცეკვებიდან აღსანიშნავია "ქართული" (ასრულებდა საესტრადო ანსამბლში) და "ხონგა". გასტროლებით იმოგზაურა სსრკ ყველა რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის 45 ქვეყანაში. მიღებული აქვს ბევრი ჯილდო და საპატიო სიგელი. მუშაობდა ხობის რაიონის ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიის დირექტორი და მთავარი ქორეოგრაფი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.72 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |