The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ იმნაძე

თენგიზ იმნაძე
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ კულტურას ეზიარა თბილისის ბ. ძნელაძის სახ. პიონერთა და მოსწვლეთა რესპუბლიკურ სასახლეში ანტონ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. 1956-1959 წლებში მისი ხელმძღვანელი იყო ცნობილი ქორეოგრაფი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი რომან ჭოხონელიძე. 1958 წელს ანსამბლთან ერთად მოსკოვში გამართულ ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მიიღო მონაწილეობა. 1959 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგ-ქორეოგრაფად. მისი ინიციატივით დაარსდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "გორდა". პარალელურად მუშაობდა საქართველოს პროფტექნიკური განათლების კულტურის რესპუბლიკურ სახლში ანსამბლ "იბერიის" ხელმძღვანელად. მის მიერ დადგმული ცეკვები: "ქართული", "დავლური", "ოსური", "აჭარული", "ნარნარი", "მთიულური", "ხორუმი", "ხევსურული", "ყაზბეგური" დიდი მოწონებით სარგებლობდა მაყურებელში. იგი დაჯილდოებულია მრავალი დიპლომითა და სიგელით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.76

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: