The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ლაცაბიძე

გივი ლაცაბიძე
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1929  (95 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილება 1959 წელს (პედ. კ. მანჯგალაძე).

ცეკვაზე თბილისის 30-ე საშუალო სკოლის თვითმოქმედ კოლექტივში დადიოდა (პედ.: გრიგოლ ჩივაძე, მიხეილ ბახტაძე). 1950-1952 წლებში სავალდებულო სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს იგი ბათუმის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ცეკვავდა.  სასწავლებელში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის დადგმებში როგორც მოცეკვავე. სასწავლებელში მომუშავე ცეკვის მასწავლებელი პარალელურად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის პიონერთა სახლის ქორეოგრაფის თანამდემომაზე. მალე ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული ანსამბლი "გაზაფხული", რომელიც აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულებში. იყო ბავშვთა მხატვრული თვითმოქმედების მე-6 (1968), მე-7 (1971), და მე-8 (1975) რესპუბლიკური ოლიმპიადების ლაურეატი და პირველი ხარისხის დიპლომების მფლობელი. დაჯილდოებულია სსრკ გზათა მიმოსვლის მინისტრის ბრძანებით, პარტიის კომიტეტის, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ქების სიგელითა და მადლობის ფურცლებით. ქორეოგრაფი.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.85-86

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
    მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის

გააზიარე: