შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ აიდინოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1974 წელს. მუშაობდა კორესპონდენტად მრავალტირაჟიან გაზეთ "ელმავალმშენებელში", "ვეჩერნი თბილისში" და "ზაკავკაზსკიე ვოენნიე ვედომოსტში". იყო გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" და "კაზაკ გრუზიის" რედაქტორი; ყოველკვირეული გაზეთ "ვეკ"-ის საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; არის ავტორი წიგნისა "ფოლადის მაგისტრალების გოლიათები" (გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1987), მისი სცენარით გადაღებულია დიაპოზიტიური ფილმი საქართველოს კინოში; არის "პაბლიკ რილეიშნს" ცენტრის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში, 1993 წლის საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტი; ორი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი: 1996 წელს ამიერკავკასიის რუსულენოვან ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის და 1997 წელს "მშვიდობიანი კავკასიისათვის". საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის დეკანი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გაზეთ "მრავალენოვანი საქართველოს" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი შრომა. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.80 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |