შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბონა მირაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1906 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ქ. ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1911 წლიდან, ხარკოვშივე გაიარა რამდენიმე წლიანი სამკურნალო პრაქტიკა. 1914 წელს დაბრუნდა მშობლიურ ქუთაისში. დაიწყო აქტიური საქმიანობა ოტორინოლარინგოლოგის სპეციალობით ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ყველაზე დიდხანსიყო N1 პოლიკლინიკისა და რკინიგზის საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში. 1948 წლიდან ტუმბსაწინააღმდეგო დისპანსერში დაინიშნა განყოფილების გამგედ და მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. ადრეულ პერიოდში ერთადერთი ოტორინოლარინგოლოგი ლიხის მთის აქეთ მთელს დასავლეთ საქართველოში. ის ბევრს კითხულობდა სპეციალურ ლიტერატურას, საკუთარი ხარჯით მიემგზავრებოდა რუსეთის წამყვან კლინიკებში სახელგანთქმულ პროფესორებთან სამუშაოდ, ეცნობოდა უახლეს მიღწევებს მედიცინაში. ბონავენტურ მირაქოვის, როგორც ქუთაისის ერთერთი კოლორიტის, სახე, უკვდავყო კინოსცენარისტმა რევაზ გაბრიაძემ ელდარ შენგელაიას ყველასათვის საყვარელ ფილმში - "არაჩვეულებრივი გამოფენა", საკუთარ საფლავზე სიცოცხლეშივე მზრუნველი აფთიაქარის, ბატონი ბონას სახით. ოტორინოლარინგოლოგი. ტუშკი მირაქიშვილის მამა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.174-182
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |