შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო სიჭინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. სწავლობდა საბჭოთა კავშირის გმირის გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძის სახელობის საქართველოს რესპუბლიკურ ოფიცერთა სპეციალიზებულ სკოლაში; დაამთავრა ბაქოს უმაღლესი სამხედრო მოტომსროლელთა სამეთაურო სასწავლებელი 1983 წელს. 1984-1986 წლეებში მსახურობდა ავღანეთში, ხოლო 1986-1991 წლებში სსრკ თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1992 წლის 25 დეკემბრიდან მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს კონტრდაზვერვის ქვეგანყოფილების უფროსად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ერთ-ერთი ოპერაციის შესრულებისას იგი გმირულად დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, მათ შორის სსრკ უმაღლესი საბჭოს სიგელი. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.379-380 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |