The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე მანჯგალაძე

კონსტანტინე მანჯგალაძე
Date of birth:20 December, 1912  (112 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი.

1936 წელს ცეკვავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის თვითმოქმედ ანსაბლში, რომლის დამაარსებელი და ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი იყო. 1937 წელს იგი ჩაირიცხა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ სახელმწიფო ანსამბლში და წლების მანძილზე იყო წამყვანი მოცეკვავე და მთავარი ქორეოგრაფის თანაშემწე. 1941 წლიდან ომის დამთავრებამდე ირიცხებოდა საბჭოთა არმიის რიგებში და ხელმძღვანელობდა მეომართა თვითმოქმედ ანსამბლებს. 1945 წელს საბჭოთა არმიის მხატვრული თვითმოქმედების დათვალიერებებში აქტიური მონაწილეობისათვის ჯილდოვდებოდა საპატიო სიგელებით. გამოცდილი  ქორეოგრაფი წლების მანძილზე მოღვაწეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, უძღვებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის სტალინი სახ. ორთქმავალვაგონშემკეთებელი ქარხნის პლეხანოვის სახ. კლუბის, ხელოვნების მუშაკთა სახლის, გაგრის, ვანის, საჩხერის, ზესტაფონის, ბოლნისის, დმანისის, სიღნაღის, რუსთავის კულტურის სახლების ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ რაიონულ და რესპუბლიკურ ოლიმპიადა-დათვალიერებებზე. კ. მანჯგალაძე როგორც ქორეოგრაფი, 30 წელია ნაყოფიერად მუშაობდა თბილისის ს. ზაქარიაძის სახ. მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, გაზარდა ქართველ მოცეკვავეთა და ქორეოგრაფთა კადრები. იყო თბილისის სახალხო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.90-91; 
კონსტანტინე მანჯგალაძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 15 აპრილი. - N85 (4814). -გვ.10 

Awards and Honors

  • 1977 - საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი
  • მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

Share: