შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულხან სულხანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1985-1987 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მან, როგორც სპორტის ოსტატობის კანდიდატმა სამთო-სათხილამურო სპორტში, საოლქო შტაბის დაცვის ბატალიონში მიიღო ლეიტენანტის წოდება. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. იყო აგრეთვე გუდაურში ჰელისკის (გაუკვალავ თოვლში სრიალის ერთ-ერთ სახეობა) ჯგუფების ინსტრუქტორი. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სპორტს და სხვადასხვა შეჯიბრის მრავალგზის პრიზიორი იყო. სულხან სულხანიშვილი 1992 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების აქტიური მონაწილე გახდა. იბრძოდა აფხაზეთში-ეშერასთან, სოხუმში. როგორც ათმეთაური იგი ყოველთვის პირველი იყო შეტევისას. ერთ-ერთ ბრძოლაში მდინარე გუმისთის ნაპირთან მას ფეხქვეშ ნაღმი აუფეთქდა, მაგრამ გადარჩა და კონტუზია მიიღო, მაინც გააგრძელა ბრძოლა. დაიღუპა "ეშერის ლაბორატორიის" მისადგომებთან ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. (გუდაურში მოყვარულთა შორის გიგანტურ სლალომში სულხან სულხანიშვილის სახელობის ტურნირი "სუხია" 1993 წლიდან იმართება). წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.386-387 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |