Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაზარე მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მეღვრეკისი, გორის რაიონი. ლაზარე მაისურაძე, ხელობით მეჩექმე, ხალხოსნურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალგაზრდობიდანვე აქტიურად ჩაება და თავის სახელოსნოში, მუშა-ხელოსნებს მთავრობისა და საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ აგიტაციას უტარებდა, რის გამოც მეფის მთავრობამ სახელოსნო დაუკეტა. რევოლუციური იდეებით გატაცებული, ჯარისკაცთა შორისაც ეწეოდა პროპაგანდას, რისთვისაც შეიპყრეს და კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტით სასჯელი შეუმცირდა და მხოლოდ 6 თვე იჯდა ციხეში. 1890-იან წლებში სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა და მიხეილ მეტეხელთან ერთად მუშათა ხელნაწერ ჟურნალს გამოსცემდა. წერდა ლექსებს, წერილებს და მოთხრობებს, სადაც გლეხთა და მუშათა ყოფა-ცხოვრებას აღწერდა. ჟურნალ "კვალში" აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, მოთხრობებში გლეხთა და მუშათა ყოფა-ცხოვრება აქვს ასახული ("ყეენობა", "ბოგანო"), როგორც სცენისმოყვარე სახალხო წარმოდგენებშიც ღებულობდა მონაწილეობას. 1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს, თბილისში, ერთობის უბანში ასისთავი იყო და უბნის მუშებს მეფის მთავრობის გამოსვლების წინააღმდეგ აიარაღებდა. ხალხოსანი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.9-10 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |