The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლომიძე

მიხეილ ლომიძე
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1977  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიჩი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა სოფლის დაწყებითი სკოლა 1911 წელს; ჭიათურის საშუალო სკოლა; ქუთაისის პედაგოგიური კურსები და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება 1919 წელს. 

1917-1929წწ. იგი პედაგოგიურ, საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზეა, მუშაობდა დაწყებითი სკოლის პედაგოგად: 1920-1921წწ. საქართველოს მენშევიკური ხელისუფლების მიერ გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1922 წლიდან მუშაობდა შორაპნის მაზრის პოლიტბიუროში; 1924 წელს დაინიშნა შორაპნის მაზრის პოლიტბიუროს უფროსად; 1925 წლიდან გადაყვანილ იქნა უფროს რწმუნებულად ქუთაისის საოლქო პოლიტბიუროში; 1925-1928 წლებში მუშაობდა ინფორმატორად გარე კახეთის საგანგებო კომისიის პუნქტში; 1929 წელს საქ.კ.პ.(ბ)ც.კ-ამ გაგზავნა სამუშაოდ საქართველოს ცენტრალურ საკონტროლო კომისიაში (მუშგლეხინში); 1938-1941წწ. უზენაესი სასამართლოს წევრია; 1941-1942წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარე; 1942-1949წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამხედრო პროკურორად; ორჯერ (1949-1951 წლებში და 1957-1959 წლებში) აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ; 1952-1953წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურორად; 1953 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა; 1955 წლიდან იუსტიციის მინისტრი; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს III-IV მოწვევის დეპუტატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და ხუთი მედლით.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge1951 წლის 18 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე : ხმა მიეცით მიხეილ ლომიძეს : პლაკატი. - თბ.,1951. - 1გვ.; 1955 წლის 27 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე : ხმა მიეცით მიხეილ ლომიძეს : პლაკატი. - თბ.,1955. - 1გვ.; ხმა მიეცით მშრომელთა დეპუტატობის თბილისის ქალაქის საბჭოს დეპუტატობის ღირსეულ კანდიდატს. მიხეილ ყარამანის ძე ლომიძე.-თბ.,1939.-1გვ.


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: