The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ტყეშელაშვილი

თამაზ ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1970
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1993  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი არჩეული, ლანჩხუთის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არჩეული, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, ლანჩხუთის სამხედრო კომისარიატის გაწვევით ჩაირიცხა ქუთაისის 21-ე ბრიგადაში. იბრძოდა სოხუმში. მიუხედავად ბრძოლის დროს მიღებული ტრავმისა, ფრონტის ხაზი არ მიუტოვებია. 1993 წლის 2 სექტემბრიდან ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 2019 წლის მარტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული თამაზ ტყეშელაშვილის ნეშტის იდენტიფიცირება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.398; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი: 1tv.ge


გააზიარე: