შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჩივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ხელმძღვანელობდა თბილისში ჩამოყალიბებულ ცეკვაში დახელოვნების სკოლას, რომელიც წითელი არმიის და რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე მართავდა საანგარიშო კონცერტებს. 1924-1926 წლებში ჩივაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტად მუშაობს. 1927 წლიდან შეთავსებით მუშაობას იწყებს კ. ვოროშილოვის სახ. კლუბში (ამჟამ. ი. ჭავჭავაშის სახ. კლუბი). 30-იან წლებში იგი ქორეოგრაფად მუშაობდა აზერბაიჯანულ სახელმწიფო თეატრში, სადაც საინტერესო ცეკვები დადგა. ამავე დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს ფილარმონიის ცეკვის ანსამბლს, რომელიც წარმატებული გასტროლებით გამოდიოდა რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის ბევრ ქალაქში: მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ბაქოსა და დონბასში. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ძერჟინსკის სახ. კლუბში. მიღებული აქვს მრავალი სიგელი და მედალი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.-129-130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |