| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა ძიმისტარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა გულრიფში. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია 1996 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 2002 წელს. 2003 წლის 15 თებერვალს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წლის 08 მარტს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2020 წლის 10 მაისს გაიარა სპეციალური მომზადება ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში; 1997-1999წწ. მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს გუდაუთის რაიონის სასამართლოს კანცელარიის გამგედ; 1999-2002წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად; 2002-2003წწ. მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად საკადრო საკითხებში, შემდეგ - მინისტრის აპარატის უფროსად; 2003-2004წწ. წლებში იყო აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2004-2005წწ. მუშაობდა სს "საქჰიდროენერგომშენის" ფილიალ "ჰიდრომშენსერვისის" იურისტად; 2005-2006წწ. ქ. გაგრის მერის მოადგილე, შემდგომ პირველი მოადგილე; 2005-2007წწ. იყო სს "საქჰიდროენერგომშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე ასრულებდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; 2007-2008წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2009-2011წწ. ახორციელებდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას; 2007-2012წწ. იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2011-2012წწ. მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2014 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერი შემდეგ თემებზე: "ინფორმაციის თავისუფლება და მონაცემთა დაცვა", "საერთაშორისო დაცვის ხელმისაწვდომობა, ბავშვის უფლების" დაცვა და სხვა. 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2012 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2021 წელს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ, სამი წლის ვადით, არჩეულია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად; 2021 წლის 1 დეკემბერს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2023 წლის 5 ოქტომბრიდან არის სადისციპლინო პალატის წევრი. წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

