The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა სტურუა

ბიძინა სტურუა
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლისინსტიტუტის ასპირანტურა 
2005 წელს; მიუნსტერის (გერმანია) ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M.) 2005 წელს. 2015 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; 2018 წლის 21 ივნისი - 20 აგვისტო - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსდა სამეცნიერო კვლევა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 2019 წლის 31 მარტი - 13 აპრილი - საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ-Deutsche Stiftung für Internationale Rechtliche Zusammenarbeit) მიწვევით გაიარა სტაჟირება ბერლინის პირველი და მეორე ინსტანციის ადმინისტრაციულ სასამართლოში.

2001-2002წწ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით უძღვებოდა სემინართა კურსს - "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულება შეიარაღებულ კონფლიქტებში" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ბერხუმში (გერმანია) გამართულ კონფერენციაში თემაზე - "რელიგიური ტოლერანტულობა თანამედროვე საზოგადოებებში"; 2004-2005 წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი; 2006 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2006-2010წწ. მუშაობდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად; 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2012-2013წწ. კითხულობდა ლექციების კურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2006 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟიორი; 2006-2010წწ. იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2011 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012-2018წწ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2019 წლის 18 სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის 2 დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ასრულებდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას; 2019 წლის 23 დეკემბრიდან 2019 წლის 27 დეკემბრამდე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2021 წლის 12 ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


გააზიარე: