შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როინ კახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მახუნცეთი, ქედას რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1999-2001წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2001-2003წწ. - შპს "ჭოროხის არამადნეული მასალების ქარხნის'" იურისტი; 2003-2005წწ. - ხელვაჩაურის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი; 2005-2007წწ. - ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2012წწ. - ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005-2009წწ. - მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2012–2013წწ. - ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2015წწ. - მივლინების საფუძველზე ახორციელებდა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას ცაგერის რაიონული სასამართლოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში; 2015-2019წწ. - ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის აგვისტოდან დაეკისრა ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2019 წლის ივნისიდან სექტემბრამდე იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე; 2019 წლის სექტემბრიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2021 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოილებას ახორციელებს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში; 2022 წლის ოქტომბრიდან დაკისრებული აქვს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |