The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ლაზარაშვილი

ზურაბ ლაზარაშვილი
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1977 წელს; ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა კვების წარმოების პროცესებისა და აპარატების სპეციალობით 1983 წელს.

1977 წელი - საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტრო საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კონსტრუქტორი; 1983-1987წწ. ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მექანიკური ფაკულტეტის მარცვლეულის წარმოების ტექნოლოგიური მოწყობილობების კათედრა, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1988-1999წწ.  საქართველოს პურპროდუქტების სამინისტრო, ბორჯომის წისქვილქარხანა, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1999-2001წწ. საქართველოს პურპროდუქტების სამინისტრო, სს "ბორჯომის პურკომბინატი", გენერალური დირექტორი; 2001-2002წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, სს "თბილავიამშენი", მეცნიერ-კონსულტანტი; 2004-2010წწ. შპს "საქართველოს ტელეკომი", ლოგისტიკის დეპარტამენტი, ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011წწ. "კავკასიის უნივერსიტეტი", ტექნიკური სამსახური, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი; 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე: 2013-2021წწ. მანქანათმშენებლობის ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; ფაკულტეტის მენეჯმენტის სამსახური, უფროსი სპეციალისტი; მოწვეული ასოცირებული პროფესორი; ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პროფესორი; 2021 წლიდან მენეჯერის სამსახური, III კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2015).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: