| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომეო ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007-2008წწ. გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის კურსები; 2007 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2009 წელს ჩააბარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, ამავე წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასაწავლო კურსი; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2006-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი; 2007-2008წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე; 2010 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი; 2010-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიის (განყოფილების) სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის სპეციალისტი; 2012-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი; 2016-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2021-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

