| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თოფუზ გაბაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი. ქართულ ხალხურ სიმღერებს, ცეკვებსა და დოლზე დაკვრას აჭარაში ცნობილი მეჭიბონე ედეჰემ სურმანიძის ხელმძღვანელობით სწავლობდა; მისი საშემსრულებლო ხელოვნება კიდევ უფრო დაიხვეწა 1930- იან წლებში ხიხაძირის სასოფლო კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში, რომელსაც 80 წელს გადაცილებული სახელგანთქმული მოცეკვავე ასლან აბაშიძე და მეჭიბონე ქოჩახელა ხელმძღვანელობდნენ; 1934 წელს თბილისში გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა მხატვრული თვითმოქმედების პირველ ოლიმპიადაზე მან შესანიშნავად შეასრულა "ხორუმის" ე. წ. ჩამკეტის როლი; 1936 წელს საქართველოს მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების მეორე ოლიმპიადაზე მოიპოვა დიდი წარმატება, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ა. ცეცხლაძესთან და ი. კახიძესთან ერთად "განდაგანას" შესრულებით; 1941 წელს სამხედრო ნაწილში, სადაც ის მსახურობდა ჩამოაყალიბა ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და ხშირად ჯარის ნაწილებში კონცერტებს მართავდა. 1942 წლიდან მოყოლებული 1973 წლამდე სხვადასხვა დროს მუშაობდა ბორჯომის, ხულოს, ხიხაძირის კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; ხელმძღვანელობდა ბათუმის სახანძრო რაზმის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლს. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ. 180-181 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

