| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი დვალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1982-1983 წლებში მუშაობდა თბილისის ერთ-ერთი რაიონის სანიტარულ დაწესებულებაში სანიტრად. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იყო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს, "ხელოვნური თირკმლის" განყოფილებაში, 1990-1991 წლებში გაიარა ინტერნატურა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სპეციალობაში; მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ფილიალში, შოკის ბრიგადის ექიმ-რეანიმატოლოგად, 1991 წლის სექტემბრიდან 1993 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს რკინიგზის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის პირველ საავადმყოფოში, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის განყოფილების ექიმი. 1993 წლის 4 თებერვლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი საარმიო კორპუსის მეორე ბრიგადის სამედიცინო ასეულის მედიცინის უფროსი ლეიტენანტი. მედიცინის უფროსი ლეიტენანტი ირაკლი დვალიძე დაიღუპა 2 ივლისს ტამიშთან დესანტის გადმოსხმისთანავე. სიკვდილის შემდეგ არჩეული იყო საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის საპატიო წევრად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.173-174
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

