The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა დუნდუა

ლაშა დუნდუა
Date of birth:5 December, 1968
Date of death:1993  (at 24 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი, აბაშის რაიონი.

1986 წლის დეკემბერში გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ქ. მოსკოვის გარეუბანში, მიტიჩში. 1988 წელს იგი დაბრუნდა  სერჟანტის ჩინით. 1989 წლის მაისში მუშაობა დაიწყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეკვიზიტორად, სადაც მუშაობდა 1990 წლის დეკემბრამდე. 1990 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ეკონომიკური განათლების მენეჯერთა და ბიზნესის სკოლაში, შემდეგ იმავე აკადემიასთან არსებული ინსტიტუტის საგარეო ეკონომიური ურთიერთობის ფაკულტეტზე. 1991 წლიდან ჩაება ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იბრძოდა სამაჩაბლოში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა "შავნაბადას" შემადგენლობაში. დაიღუპა 1993 წელს დაბა ლესელიძესთან, გაგრაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.175-177

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: