| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ვეშაპური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1976 წლიდან ვარჯიშობდა ნაძალადევის რაიონის მოჭიდავეთა კლუბში. დაჯილდოებული იყო სიგელებით, დიპლომებით, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაში, კიევში, ხარკოვში, ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, საიდანაც ყოველთვის I და II ხარისხის დიპლომებით ბრუნდებოდა. 1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1988 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება, ხოლო 1989 წელს ჩააბარა მილიციის უმაღლეს სკოლაში. იმავე წლის 23 ნოემბრიდან იბრძოდა ცხინვალის რეგიონში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 1992 წლის 29 აგვისტოს გაგრასა და კოლხიდაში, საბრძოლო პოზიციის დაცვისას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.189-190
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

