| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯაფარაული (ამჟ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუში 1933 ნელს; 1934 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ერთი წლის შეშდეგ გადავიდა ლენინგრადის (ამჟ. სანკტ– პეტერბურგი) უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1940 წელს; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის სრული კურსი 1949 წელს. სწავლის პერიოდში მუშაობდა გაზეთ "მუშასა" და რადიოგადაცემათა რედაქციებში ლიტერატერულ მუშაკად; 1940 წელს გაიგზავნა ხარაგაულის რაიონული გაზეთის "ლენინის დროშის" რედაქტორად. 1944 წელს გადმოჰყავთ საქართველოს კპ ცკ–ის აპარატში პრესისა და გამომცემლობის სექტორის გამგედ. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშროშლად. 1952 წელს ინიშნება საქართველოს მთავლიტის უფროსად. 1957-1961წწ. მუშაობდა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს დირექტორად. მას ეკუთვნის 15 მონოგრაფია და 150-ზე მეტი სამეცნიერო და თეორიული ხასიათის სტატია. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1949 წელს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კულტურული მშენებლობა საქართველოში ომის შემდგომ პერიოდში (1945 – 1962 წწ.)", დაიცვა 1966 წელს. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.196-198 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

