| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს და ასპირანტურა ფოლკლორისტიკის სპეციალობით 2001 წელს; 2002 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სადისერტაციო თემისთვის "ჯადოსნური ზღაპრის მითოსური და რელიგიური ასპექტები" (ხელმძღვანელი ზურაბ კიკნაძე). 1998-1999 წლებში იყო Günther-Findel-Stiftung სტიპენდიატი; 2000-2002 წლებში - მაინცის ევროპის ისტორიის ინსტიტუტის სტიპენდიატი; 2004-2005, 2009, 2011 წლებში - DAAD სტიპენდიატი; 2005 და 2007 წლებში - ვოლფენბიუტელის ჰერცოგ აუგუსტის ბიბლიოთეკის სტიპენდიატი; 2008-2009 წლებში - ფრიც ტისენის ფონდის სტიპენდიატი ერფურტის უნივერსიტეტში და გოთას სამეცნიერო ბიბლიოთეკაში; 2006 წლიდან კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; თსუ ქართული ლიტერატურის ისტორიის ს / ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ეთნოლოგების მანანა შილაკაძისა და ანზორ გოგიაშვილის შვილი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

