The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი მახვილაძე

ნელი მახვილაძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი ინჟინერ ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1968 წელს; მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის საფეიქრო ბოჭკოების ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის  ასპირანტურა 1980 წელს; ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური კინეტიკის კათედრის ასპირანტურა 1980 წელს.

1978-1981წწ. თბილისის აბრეშუმის გაერთიანება, საწარმოო განყოფილება, ინჟინერი; 1971-1974წწ. შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ცენტრი, უფროსი ინჟინერი; 1974-1977წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საფეიქრო მრეწველობის კათედრა, ასისტენტი; 1981-1987წწ. საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1981 წლიდან მუშაობს საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ ტექინფორმში: 1987-1991წწ. უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1991-1993წწ. განყოფილების გამგე; 1993-2001წწ. განყოფილების გამგე, სწავლული მდივანი; 2001-2006წწ. დირექტორის მოადგილე; 2006-2007წწ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007-2011წწ. დირექტორი; 2010-2018წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ტექინფორმი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ტექინფორმი, დირექტორი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ტექინფორმი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობის პერიოდში შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო პროდუქციის აღმწერი ბაზები-საქართველოს მეცნიერები/ექსპერტები, საქართველოს სამეცნიერო კვლევები და პროექტები, საქართველოს პუბლიკაციები, ინოვაციები და ტექნოლოგიები და სხვ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის-ICSTI პროექტებს (ადამიანის საარსებო გარემო; ანალიზი: მეცნიერება, ტექნიკა, ბიზნესი). მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტ ტექინფორმის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: