| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. 1951-1956 წლებში ცეკვას დაეუფლა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ანტონ ჩიხლაძისა და რომან ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1957 წელს მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალში მოსკოვში საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინიციატივით შექმნილ ცეკვის ახალგაზრდულ ანსამბლთან ერთად (ხელმძღვანელი ბ. დარახველიძე). არის მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი. 1959-დან 1960 წლამდე მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში (ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი). 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში. იგი წარმატებით ასრულებდა სოლო ცეკვებს: "სამაია", "სიმდი", "ქართული". დაჯილდოებულია საქართველოს ალკკ ცკ-ის და რესპუბლიკის მთავრობის ქების სიგელებითა და დიპლომებით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.208 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

