| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ტალახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978 წლის სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, რადიოს ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციაში რედაქტორად; 1980-1984წწ. მუშაობის პარალელურად სწავლობდა ქ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, საღამოს განყოფილებაზე; 1985 წელს ჩაირიცხა მიზნობრივ დასწრებულ ასპირანტურაში თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელე - რადიოჟურნალისტიკის კათედრაზე; 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1990 წლიდან მუშაობს თსუ ტელე-კინოლაბორატორიაში რედაქტორად, 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს თსუ ხელოვნების ფაკულტეტზე ტელერეჟისურის სპეციალობით; 1993 წლიდან მუშაობას იწყებს თსუ ახალციხის ფილიალში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე პედაგოგად; 1997 წლიდან ფილიალის ჟურნალისტიკის განყოფილების გამგეა; 1996 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.161 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

