The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა კაჭკაჭიშვილი

მამუკა კაჭკაჭიშვილი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1964
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1993  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულ სკოლა. აქტიურად მონაწილეობდა კონკურსებში. მიღებული ჰქონდა მრავალი დიპლომი და ფასიანი საჩუქარი, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის დროს, 1984 წელს II კურსიდან გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ასპირანტი, დაწყებული ჰქონდა მუშაობა სადისერტაციო თემაზე. 1993 წლის იანვრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მომდინარე საომარი კონფლიქტში, იყო არტილერისტი. დაიღუპა 1993 წლის 1 ივნისს სოფელ კინდღში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.228-229

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: