The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოე კაკაშვილი

ნოე კაკაშვილი
Date of birth:1914
Date of death:2005  (at 91 years)
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბია, ხობის რაიონი.

დაამთავრა ცხაკაიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1934 წელს; სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1938-1939წწ. საჯიჯაოს საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად იმუშავა; 1939 წელს სოფელ ზუბის არასრული საშუალო სკოლის, ოთხი წლის მერე კი შუა ქვალონის საშუალო სკოლის დირექტორად დაინიშნა. ერთი წელიწადი ხობის განათლების განყოფილების სასკოლო ინსტრუქტორიად იმუშვა; მეორე მსოფლიო ომისას, ძირითადი სამუშაოების პარალელურად აქტიურად იყო ჩართული წვევამდელთა მომზადებაში; 1946 წელს საცხოვრებლად ცხაკაიაში გადავიდა და ორი წელიწადი პარტიის ცხაკაიას რაიკომის ლექტორ-პროპაგანდისტად იმუშავა; 1947-1949წწ. პარტკაბინეტს, 1949-1960წწ. კი ამავე რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა; 1952-1953წწ. არჩეული იყო პარტიის ცხაკაიას რაიკომის ბიუროს წევრად, საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; 1961 წელს დანიშნეს ცხაკაიას პირველი საშუალო სკოლის დირექტორად; 1962-1965წწ. ცხაკაიას სკოლა-ინტერნატს ედგა სათავეში, 1965 წლიდან კი 20 წლის განმავლობაში ცხაკაიას პირველი საშუალო სკოლის დირექტორად იმუშავა; ცხაკაიაში მოღვაწეობისას დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოება "ცოდნის" რაიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში; 1949-1961წწ. იყო ამ საზოგადოების რაიონული გამგეობის თავმჯდომარე; 1965-1984წწ. მშობელთა პედაგოგიზაციის "ცოდნის" სახალახო უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა, ორი წელიწადი რაიონის მრავალდარგოვანი სახალხო უნივერსიტეტის პრორექტორი იყო; 1986-1994წწ. პირველ სკოლაში ისტორიას ასწავლიდა, მას დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-განათლების საკითხში. მეთოდისტ მასწავლებელი. 

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.48

Awards and Honors

  • 1907 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • სენაკის საპატიო მოქალაქე
  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"

Share: