| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა კობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ხელოვნება შეისწავლა კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების მუშაკთა კლუბში ქორეოგრაფ ბ. კალანდაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ცეკვავდა თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამმართველოსთან არსებულ თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში ბუხუტი დარახველიძის ხელმძღვანელობით. 1963 წელს მოცეკვავე-მსახიობად მიიღეს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის შემადგენლობაში. წარმატებით ასრულებდა პარტიებს ცეკვებში: "ძველი თბილისის სურათები", "ლელო", "ხანჯლური", "ყაზბეგური" და სხვა. იგი ხშირად დაკავებული იყო საგასტროლო მოგზაურობით. არის 1962 წელს ფინეთში, ჰელსინკში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მერვე ფესტივალის ლაურეატი. დაჯილდოებულია ბევრი საპატიო სიგელით. იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქრთველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგფადოების პირველ ექსპერიმენტულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.218 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

