| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზამირა კოტაევა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაირამი, ჯავის რაიონი. ოსური ცეკვის ანბანი საშუალო სკოლის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში შეისწავლა. 1961 წელს ჩაირიცხა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე მსახიობად. მრავალფეროვანია ზ. კოტაევას საკონცერტო გამოსვლები, აღსანიშნავია ცეკვა "ნარნარი", რომელსაც თავის მეუღლესთან - პეტრე ტეხოევთან ერთად ასრულებდა. იგი ხშირად მონაწილეობდა სახალხო ზეიმებსა და დღესასწაულებისადმი მიძღვნილ კონცერტებსა და სატელევიზიო გადაცემებში. 1971 წელს გამოვიდა საზეიმო კონცერტზე მოსკოვის კრემლის ყრილობათა სასახლეში, 1981 წელს საქართველოში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. 1982 წელს მოსკოვში, სახალხო მეურნეობის საკავშირო გამოფენაზე კონცერტით გამოსული პირველი ხარისხის მედლითა და დიპლომით დააჯოლდოეს. 1965 წელს არჩეულ იქნა სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მოწვევის დეპუტატად. 1983 წლიდან ზ. კოტაევა ემსახურებოდა ახალგაზრდების აღზრდის საპატიო საქმეს. დაჯილდოებულია ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1968), ალკკ ცხინვალის საქალაქო კომიტეტის საპატიო სიგელით (1970). წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.1988.-219გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

