| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გაბედავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ჭალადიდი, სენაკის რაიონი. დამთავრა ფოთის პოლიტექნიკური და ცხაკაიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტი. შრომითი საქმიანობა ცენაკის რაიონში განაგრძო; 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; იბრძოდა მოსკოვის დაცვის ოპერაციებსა და დასავლეთ ფრონტზე, მზვერავთა ჯერ ოცეულს, მერე ასეულს მეთაურობდა; მძიმე ჭრილობის მიღების შემდეგ 1943 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ცხაკაიას პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა; 1946 წელს ზემო-ჭალადიდის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს; ამ თანამდებობაზე 10 წელი იმუშავა; ერთხანს სპორტსაზოგადოება "კოლმეურნეს" რაიონულ საბჭოს ხელმძღვანელობდა. ცხაკაიას საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის დირექტორად, შემდეგ – მომხმარებელთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს; 1976 წლიდან მეოთხედი საუკუნის განმავლობაში "საგზაო რესტორნების" გაერთიანების დირექტორია; სიახლის დანერგვის უნარით დაჯილდოებული, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში; ომში მამაცობისთვის დაჯილდოებული იყო რამდენიმე საბრძოლო და საიუბილეო მედლით. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. - 62გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

