The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა ღვინერია

დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1959  (66 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981 წელს მუშაობა დაიწყო თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად; 1983 წლიდან ამავე ფაკულტეტის თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიაშია; 1995 წელს დაინიშნა ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის, პერსპექტიული განვითარებისა და აღმზრდელობითი მუშაობის დარგში; 2000 წლიდან მუშაობს მედიალოგიის კომუნიკატივისტიკის და საერთაშორისო ჟურნალისტიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები: "უნგრეთის პრესა სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდგომ პერიოდში" (1997); 1999 წელს "ჩეხეთ-სლოვაკეთის პრესა და "ხავერდოვანი რევოლუცია" (1999); "პეინი, ბიურკი და "ადამიანთა უფლებები" (2002).

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.164


გააზიარე: