The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჯანჯღავა

რევაზ ჯანჯღავა
დაბადების თარიღი:1938  (88 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

ათი წელი რედაქტორობდა რაიონულ გაზეთ "კოლხეთს". 1962-1965წწ. მუშაობდა კომკავშირის ცხაკაიას რაიკომში ჯერ ინსტრუქტორად, მერე – განყოფილების გამგედ. წლების განმავლობაში იყო რაიონის ახლგაზრდობის პოლიტიკური ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკი; 1966-1970წწ. აბაშის რაიონული გაზეთ "განახლებული აბაშის" რედაქტორის მოადგილე, საიდანაც "კოლხეთის" რედაქციაში გადმოიყვანეს, შემდეგ გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტი იყო. შვიდი წელი მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცხაკაიას რაიკომში ინსტრუქტორად, პოლიტგანათლების კაბინეტის გამგედ, აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ. 1978-1988წწ. რაიონულ გაზეთ "კოლხეთს" რედაქტორობდა. იყო პარტიის რაიკომის ბიუროს და რაისაბჭოს აღმასკომის წევრი, რაიონული საბჭოს მრავალგზის მოწვევის დეპუტატი. 1988 წელს რაიონის ერთ-ერთ ხელმძღვანელად – პარტიის რაიკომის მეორე მდივნად აირჩიეს. სამი წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე, მერე იყო საქართველოს საიჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის დეკანი; 1993 წელს სენაკის რაიონის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა, ხუთი წლის შემდეგ იყო სენაკის ქალაქის საკრებულოს მდივანი, საქართველოს პარლამენტის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს სპეციალისტი. ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროენული გმირის – ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სათავეში უდგას საზოგადოება "სენაკელის" გამგეობას, რომელიც აერთიანებს სენაკის ღირსეულ ადამიანებს.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ. 208-210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟუნალისტთა კავშირი, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: